სიახლე 

ღონისძიება ფოთის ბიბლიოთეკაში გაიმართა 02 05 19


საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, მკითხველა ინიციატივით, წიგნების _ “ფოტოობიექტივში აღქმული დრო“ და „მე ქალაქი“ ავტორთან ირმა კეკელიძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება „როგორ იწყებოდა ქალაქი“ ნიკო ნიკოლაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში შედგა. საჯარო სკოლის მოსწვლეები გაეცნენ, როგორ შეიქმნა დოკუმენტურ მასალაზე აგებული წიგნები და ავტორთან ერთად ფოთის დაარსების ნაკლებად ცნობილ, უნიკალურ ფაქტებზე ისაუბრეს. შეხვედრას ფოთის ყოფილი მერი ვახტანგ ალანია ესწრებოდა, ის აღნიშნული წიგნების სპონსორი გახლავთ. მისი ინიციატივით ქალაქში მოქმედ ყველა სკოლას და ბიბლიოთეკას, „ფოტოობიექტივში აღქმული დრო“ და „მე ქალაქი“ უფასოდ გადაცათ. ღონისძიებაზე ვახტანგ ალანიამ ამ წიგნების უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება. ირმა კეკელიძე ამჯერად მესამე წიგნზე მუშაობს, რომელსაც მკითხველი უახლოეს მომავალში იხილავს

მსგავსი სტატიები