სიახლე 

ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დრე აღნიშნეს 09 05 19


ფოთში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელი აღნიშნეს. საკათედრო ტაძარში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც ფოთის საზოგადოების ნაწილი დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლებმა, ვეტერანთა კავშირის წევრებთან ერთად დიდების მემორიალი, სადაც ომში დაკარგული ჯარისკაცების სახელებია ამოტვიფრული, გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვიანებით, კი ომის მონაწილეების, ალექსანდრე ვაშალომიძეს და გრიგოლ დარჯანიას საფლავებზე ყვავილები მიიტანეს.

მ​ეორე მსოფლიო ომში, ფრონტის ხაზზე 11 ათასი ფოთელი იბრძოდა. 2 ათასამდე ჯარისკაცი კი შინ არ დაბრუნებულა.

მსგავსი სტატიები