სიახლე 

ფოთში, „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს 09 05 19


ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაში, რა, სად, როდის ჩატარდა. თამაშში თერთმეტი საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დღის ბოლოს ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. დღეს კი, „ერუდიტ სექსტეტის“ თამაში გაიმართა. ფესტივალი 10 მაისს „ბრეინ რინგის“ თამაშით დასრულდება და გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ჟიურის წევრები, ერთ ფავორიტ ინტელექტუალ მოთმაშეს გამოავლენს. „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ინტელექტუალური კლუბის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები