სიახლე 

ფოთში, პროექტი „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ 11 მაის ჩატარდება 09 05 19


პროექტი „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ წელს პირველად ტარდება და სტარტს ფოთიდან იღებს.

ფონდი „ბილივი“ და თანამედროვე ცეკვის მკვლევარი, ხათუნა მზარელუა პროექტს ერთობლივად ახორციელებენ. 11 მაისს ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფლეშმობით გაიხსნება, რომელიც გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ჩატარდება. დღის ბოლოს, ფოთის პორტის სარკეებიან დარბაზში, ფრანგი ქორეოგრაფის, რაშიდ ურამდანის ნამუშევრის „ღამის გადალახვა“-ს ჩვენება გაიმართება. ხათუნა მზარელუას, თქმით, ფრანგმა ქორეოგრაფმა, სპეციალურად პროექტისთვის თვისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი გამოგზავნა.

პროექტის მიზანია, პატივი მიაგონ ცეკვის ყველა ფორმას.

მსგავსი სტატიები