სიახლე 

ფოთის თოჯინურმა სპექტაკლმა ფიროსმანმა საუკეთესო სცენოგრაფიის ტიტული მოიპოვა 10 05 2019


იორდანიის სამეფოდან ფოთის თეატრის დასი გამარჯვებული დაბრუნდა.

ქალაქ ამანში, გამართულ საერთშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის დასი, მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა. მსახიობებმა ამანის სცენაზე თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“ დადგეს. როგორც თეატრის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ განაცხადა, ფოთის პროფესიული თეატრის დებიუტანტმა მსახიობებმა წარმატებით ითამაშეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. სპექტაკლმა კი საერთაშორისო ფესტივალის პრიზი საუკეთესო სცენოგრაფიაში მოიპოვა. თოჯინური სპექტაკლის „ფიროსმანი“-ს დამდგმელი რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი, ხოლო სცენოგრაფი, გურამ მაცხონაშვილი. თოჯინების მხატვარია ვახო ქორიძე. მსახიობები: ანი ანდღულაძე, ალიკა ცეკვაშვილი, ირაკლი კვერღელიძე და ნიკა კვარაცხელია.

საფესტივალო ჩვენებას საქართველოს ელჩი იორდანიაში სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლის დაწყებამდე, კი ამანის თეატრში ქართული ჰიმნი გაჟღერდა.

მსგავსი სტატიები