სიახლე 

ფოთში, მაღაზიათა ქსელი უნივერსამი გაიხსნა 10 05 19


ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე დღეს მაღაზიათა ქსელის „უნივერსამის“ რიგით მეცამეტე ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

მაღაზია „უნივერსამი“ საქართველოში 2010 წელს დაარსდა და დღემდე თბილისის მასშტაბით 12 ფილიალი არსებობს. თბილისის გარეთ კი, პირველი მაღაზია ფოთში გაიხსნა. როგორც მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ფოთის ფილიალში 7 000 დასახელების პროდუქცია არის განთავსებული. დასაქმებულია 60-მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი კადრია.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ფოთელი მომხმარებლისთვის კიდევ ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება.

მსგავსი სტატიები