სიახლე 

პროექტი „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ წელს პირველად ჩატარდა 13 05 19


ქალაქი ფოთი საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტს „ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ მასპინძლობს. ფონდი „ბილივი“-ს და თანამედროვე ცეკვის მკვლევარის, ხათუნა მზარელუას ერთობლივი პროექტის ფარგლებში ღონისძიება ფოთიდან დაიწყო და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს.

ცეკვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ფლეშ-მობებით გაიხსნა, სადაც ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია „ფაზისის“ მოცეკვავეებმა, ხორუმი, კავკასიური, ლაზური და ქისტური ცეკვის ნაერთი წარადგინეს მაყურებელთა წინაშე. ფლეშმობის შემდეგ, ღონისძიებამ ფოთის პორტის სარკეებიან დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ბალეტმაისტერმა ირინა კუპრავამ ცეკვის გაკვეთილი მოყვარული მოცეკვავეებისთვის ჩაატარა. მოგვიანებით ფრანგი ქორეოგრაფის, რაშიდ ურამდანის თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ვიდეო ჩვენება, სახელწოდებით „ღამის გადალახვა“ გაიმართა.

ხათუნა მზარელუას, თქმით, ფრანგმა ქორეოგრაფმა, სპეციალურად პროექტისთვის თავისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი გამოგზავნა.

პროექტის მიზანია, პატივი მიაგონ ცეკვის ყველა ფორმას.

მსგავსი სტატიები