სიახლე 

ფოთში, ქუჩის მხატვრებმა ორი კედელი მოხატეს 13 05 19


ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ ფოთს ესტუმრა. მხატვრების ინიციატივით და საკრებულოს წევრის, ბაქარ ერაგიას ხელშეწყობით, ფოთში, ორ ლოკაციაზე შენობის კედლები მოიხატა. ქალაქს თანამედროვე ქუჩის მხატვრების, ნამუშევრები შეემატა. აღსანიშნავია, რომ ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ ფოთში პირველად გამოჩნდა.

კედლები თბილისელმა და ზუგდიდელმა მხატვრებმა, როსტომ ზარანდიამ და დავით სამხარაძემ მოხატეს. თითოეული კედლის მოხატვას კი 3-4 დღე დასჭირდა.

მოძრაობა ნიკოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი ხატვის ზონა“ და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს.

პროექტი ახალგაზრდა მხატვრების ხელშეწყობას და ქალაქის იერსახის გალამაზებას ემსახურება, ამასთანავე სტრიტ-არტის მსოფლიო რუკაზე საქართველოს აღმოჩენას.

მსგავსი სტატიები