სიახლე 

თხილის გადარჩენის კამპანიის აქტიური ფაზა დაიწყო 14 05 19


სამეგრელოში თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში „თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ აქტიურად მუშაობს. ორგანიზაციამ თხილის შესაწამლი 1000-ზე მეტი აპარატი ფერმერებს უსასყიდლოდ დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცა. ამასთან, ბაღის მოვლისა და შეწამლვის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას ასოციაციის სპეციალისტები გაუწევენ. პროგრამის განხორციელების პროცედურებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრიც გაეცნენ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ შემუშავებული თხილის გადარჩენის სქემით ფერმერები კმაყოფილნი არიან. ამ ეტაპზე ჩატარებულია ორი წამლობა და ემზადებიან მესამე ეტაპისთვის. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. „თხილის გადარჩენის პროგრამა“ მოიცავს მასშტაბურ საკონსულტაციო სამუშაოებს, მათ შორის ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებებს, რათა მოსავლის ზიანის ასაცილებლად დროულად გატარდეს საჭირო სამუშაოები. „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია რომ შემოდგომაზე ფერმერები გატარებული ღონისძებების შედეგად კარგ მოსავალს მიიღებენ.

მსგავსი სტატიები