სიახლე 

ფოთში, „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ დასრულდა 13 05 19


„ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ დასრულდა. თამაშების სერია ,რა, სად, როდის”, „ერუდიტ სექსტეტი“ და „ბრეინ რინგი“სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. შეჯიბრში სადაც 12 საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ბოლოს ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. ასევე საუკეთესო მოთამაშე დასახელდა. N1 საჯარო სკოლა, “რა, სად, როდის” და “ერუდიტ სექსტეტის” გამარჯვებული გახდა, მათ ასევე ორი გარდამავალი თასი გადაეცათ, „ბრეინ რინგის“ გამარჯვებული კი N3 საჯარო სკოლა. ჟიურიმ ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოთამაშეები გამოავლინა. ფესტივალის ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო ერუდიტ მოთამაშე, N1 სკოლის მოსწავლე გეგა კარანაძე დაასახელა.

„ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

„ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ინტელექტუალური კლუბის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები