სიახლე 

ფოთის საზღვაო ნავსადგურს კიდევ ერთი ბუქსირი დაემატა

„PORTGARTH“ მეორე ASD ბუქსირია, რომელიც ფოთის ნავსადგურის მცურავ საშუალებებს დაემატა. ASD ბუქსირები განკუთვნილია გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების დროს ოპერირებისთვის. მათი მუშაობის შედეგად „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მიზნად ისახავს მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებას. 2018 წლიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში საბუქსირე მომსახურებას ახორციელებს მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „მაერსკის“ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განყოფილების წევრი Svitzer-ი, რომელიც სპეციალიზებულია საბუქსირე მომსახურების უზრუნველყოფით და ცნობილია თავისი პროფესიული, ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო ოპერაციებით. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიზანია ფოთში კომერციული საქმიანობის გაუმჯობესებით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და მეტი გადამზიდი ხაზის მოზიდვა, რომლებიც ისარგებლებენ ჩვენი მომსახურებით და შეძლებენ თავიანთი ადგილობრივი და რეგიონალური შესაძლებლობების გაზრდას. 2017 წლის ნოემბერში ფოთის ნავსადგურის მცურავ ერთეულებს ბუქსირი “SIMSON“ დაემატა, დღეს კი ჩამოვიდა მეორე ASD ბუქსირი „PORTGARTH“ – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“-ს გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა. ეს გახლავთ ნავსადგურის უწყვეტი მუშაობის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქმედება. ამჟამად, ფოთის ნავსადგურში „სვიცერის“ გუნდის მიერ მიმდინარეობს სანავსადგურე ფლოტის ბუქსირების ეკიპაჟის წევრების თანმიმდევრული გადამზადება, რაც უზრუნველყოფს ფლოტის ეკიპაჟის პროფესიულ განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ახალი საბუქსირე მომსახურება ნავსადგურის საიმედოობისა და მომხმარებელთათვის ბიზნეს-შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთ-ერთი მაგალითია. Svitzer-ის ჩართულობა ნავსადგურის ოპერაციებში არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ფოთის საზღვაო ნავსადგურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განაპირობებს როგორც ქვეყნის, ისე მთლიანად რეგიონის მდგრად განვითარებას.

მსგავსი სტატიები