სიახლე 

u19 “კოლხეთი-ტორფედო ” 2 : 2 20 05 19


19 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მორიგ ტურში, ფოთის „კოლხეთი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. მატჩი, სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე ე.წ. მალანიას სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა ფოთელთა უპირატესობით დაიწყო და მათ მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს. თუმცა, მეორე ტაიმში, „კოლხეთმა“ დაცვითი ტაქტიკა აირჩია და „ტორპედოს“ თამაშის სადავეები დაუთმო, რითაც ქუთაისელებმა ისარგებლეს და ანგარიშის სხვაობა შეამცირეს, ხოლო მსაჯის მიერ დამატებული დროის მიწურულს, მეორე გოლიც გაიტანეს. საბოლოოდ, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა,რამაც ფოთის გუნდის გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია. მათი მტკიცებით, „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა გოლი მაშინ გაიტანეს, როდესაც დამატებითი დრო ამოწურული იყო და მსაჯს თამაში დროულად უნდა დაესრულებინა.

სატურნირო ცხრილში „კოლხეთი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა. ფოთელები მორიგ მატჩს, მარტვილში, სამტრედიის გუნდის წინააღმდეგ, 26 ივნისს გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში, ოქროს ლიგაში გადასვლის შანსს ინარჩუნებენ.

მსგავსი სტატიები