სიახლე 

ფოთში, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა 20 05 19


ფოთში, ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. ქალაქის ქუჩებში კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო, რომელიც ნიკო ნიკოლაძის კოშკთან დასრულდა, რის შემდეგ პროექტი – ,,ღამე მუზეუმში“ ჩატარდა. ის კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ პარკში, ფოლკლორული ანსამბლის წევრები და სახელოვნებო ცენტრთან არსებული კოლექტივი ეროვნულ სამოსში გამოწყობილნი შეიკრიბნენ.

პროექტი „მუზეუმი, როგორც კულტურული ჰაბი – ტრადიციის მომავალი“ XIX-XX საუკუნეების ქალაქის ისტორიის გაცოცხლებას თეატრალიზირებული სანახაობით და ფოლკლორით ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები