სიახლე 

ფოთში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 23 05 19


ფოთში, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად 6 თვიანი პროექტი, კოსტავას ქუჩაზე 546 მეტრი სიგრძის 2 ზოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის განაცხადებით, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ტროტუარზე ბეტონის ფერადი ფილების, გაზონებზე ბორდიურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. მისივე თქმით, სამუშაოები 18 მარტს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოებს შპს „ტოტალი“ აწარმოებს. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 343 238 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები