სიახლე 

ფოთში, ახალისაქართველოს უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა 23 05 19


ახალი საქართველოს უნივერსიტეტის, სააქტო დარბაზში, ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ღონისძიება გაიმართა. პრეზენტაცია თემაზე, „საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო განათლება და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა“ ჩატარდა. ასოციაციის წევრებმა მოხსენება წაიკითხეს, განათლებისა და ცოდნის მიღების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, ცოდნისა და რწმენის პარადიგმებზე თანამედროვეობაში. ასევე საუბარი შეეხო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კვლევით მიზნებსა და ამოცანებს. აღსანიშნავია, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კურს დამთავრებულთა ასოციაცია, ამავე უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, ის 12 წევრისგან შედგება. ასოციაციის მიზანია განათლების პოპულარიზაცია.

მსგავსი სტატიები