სიახლე 

ფოთში მდგრადი განვითარების საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა 23 05 19


ეროვნული ტურის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა, ფოთელ მოზარდებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. სადაც საუბარი და დისკუსია შეეხო გაეროს მდგრადი განვითრების მიმართულებებს. ეროვნული ტური, გაეროში საქართველოს წარმომადგენლის მანდატის ნაწილია, რომელიც საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ლექციების გამართვას მოიცავს, გაეროს მდგრადი განვითრების მიზნებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, დოკუმენტი, სახელწოდებით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, 2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყნის შეთნხმებით შედგა. დღის წესრიგი 17 მიზანს და 169 ამოცანას მოიცავს.

მსგავსი სტატიები