სიახლე 

“აბრეშუმის გზის“ მორიგი ტვირთი ფოთში

დღეს, საქართველოში აბრეშუმის გზის გავლით კიდევ ერთი სატვირთო შემადგენლობა ჩამოვიდა. ფოთის სარკინიგზო ტერმინალმა ჩინეთიდან გამოგზავნილი ტრანზიტული ტვირთი მიიღო. შემადგენლობა ჩინეთის ქალაქ ურუმქიდან წამოვიდა,და  ყაზახეთის პორტიდან სარკინიგზო ბორანით ბაქოში ჩავიდა. ბაქოდან კი პირდაპირი სარკინიგზო ხაზით ქალაქ ფოთში. მოცემული ტრანზიტული ტვირთის საბოლოო დანიშნულებაა იტალიის ქალაქი ნეაპოლია, სადაც კონტეინერები ფოთის პორტიდან გემების საშუალებით გაიგზავნება. საქართველოში ჩამოსული ტვირთის საზღვაო გადაზიდვას ახორციელებს საკონტეინერო ხაზ COSCO SHIPPING LINES-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში შპს „ჯნს ჯორჯია’’. აბრეშუმის გზის პროქტის თანახმად 10.5 ათასი კილომეტრის სიგრძის მარშრუტი ტვირთმა 25 დღეში უნდა დაფაროს, რაც უმოკლესი დროა აზიიდან ევროპაში ტვირთის გადასატანად. მოცემული სატრანზიტო მარშრუტის ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე ქალაქ ფოთისათვის.

მსგავსი სტატიები