სიახლე 

ფოთში მხიარული სტარტები ჩატარდა

მხიარული სტარტები 1 მარტს ფოთში , 9 აპრილის ხეივანზე მდებარე საკალათბურთო დარბაზში დაიწყო, მასში საჯარო სკოლების 2004-2009 წლებში დაბადებული მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. პირველ დღეს 6 შეხვედრა გაიმართა და  მეორე ეტაპზე N 5, N 2, N 8, N 3, N 15 და N 4 საჯარო სკოლების გუნდები გადავიდნენ.2 მარტს ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართა. საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში მე-3 სკოლელებმა მე-15 საჯორო სკოლის თანატოლებს სძლიეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. სასკოლო ოლიმპიადაში მთელი საქართველოს მასშტაბით 1600 სკოლაა ჩართული.

მსგავსი სტატიები