სიახლე 

ფოთელი ბანკირების საჩუქარი ბავშვებს 03 06 19


ფოთში, ბანკირებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საბავშვო სკვერი მოაწყვეს. აქციის ფარგლებში „იზრუნე შენს ქალაქზე შენ“, ფოთში არსებულ ყველა ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანის ძალისხმევით, 8 აგვისტოს მემორიალის მიმდებარედ, ბავშვთა გასართობი სკვერი მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორმა, თამარ გვაძაბიამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინიციატივაში, საფინანსო სფეროში დასაქმებული 200-მდე ადამიანი გაერთიანდა.

მისივე თქმით, სკვერის მოწყობის ძირითადი მიზანი იყო, ბავშვებს ევროპული დონის გასართობი ადგილი ქონოდათ. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვების უსაფრთხოებისათვის, ფოთში პირველად გაკეთდა კაუჩუკის საფარის მქონე გასართობი მოედანი, შუქურის ფორმის ქუჩის ბიბლიოთეკა, ასევე მოეწყო ნატვრის ხე, სადაც პატარებს თავიანთი სურვილის ჩაფიქრება შეეძლებათ.

სკვერი ბავშვთა დაცვის დღეს, ბანკების წარმომადგენლებმა ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან და ბავშვებთან ერთად გახსნეს.

პროექტი ფოთის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები