სიახლე 

დასაქმების პროგრამა ფოთში 19 06 19


დღეს დასაქმების პროგრამის ოფისში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. დასაქმების პროგრამა სამუშაოს მაძიებელი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა საქართველოს ოთხ ქალაქში ხორციელდება ფოთში, თბილისში, მარნეულსა და ზუგდიდში. საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად ჩატარდება ტრენინგები, რომელიც პროგრამის ფარგლებში კვირაში 3-ჯერ 3 საათის განმავლობაში გაიმართება.

დასაქმების პროგრამის მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებსაც და უშუალოდ მათგან გაეცნობიან შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და აღმოაჩნენ ახალ შესაძლებლობებს. ტრენინგებს გაუძღვება დასაქმების პროგრამის მენტორი. ზემოთ აღნიშნული პროგრამა მსუსრველთათვის უფასოა.

მისამართი: ფოთი, ბარათაშვილის 19

მსგავსი სტატიები