სიახლე 

პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ 19 06 19


შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) სააგენტოსთან ,,აწარმოე საქართველოში” პარტნიორობით, საგანმანათლებლო პროექტს- „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი”იწყებს. პროექტი, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ (მთავარი პარტნიორი), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს აკადემია და დამსაქმებელთა ასოციაცია არიან. პირველ ეტაპზე, პროექტის პარტნიორმა და თანაპარტნიორმა ორგანიზაციებმა უკვე მოახდინეს ტრენერთა ნომინირება. ორი კვირის განმავლობაში მათი გადამზადება მოხდება. სამომავლოდ კი, საქართველოს მასშტაბით, გადამზადებული ტრენერები მიკრო და მცირე მეწარმეებს მოდულებში: „შეიმუშავე შენი იდეა“ და „დაიწყე შენი ბიზნესი“ გადაამზადებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტი „განავითარე შენი ბიზნესი“ უკავშირდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირ მეწარმეობის საგრანტო კომპონენტს. კერძოდ, საგრანტო კონკურსის მსვლელობისას, ქალი მეწარმეების, შშმ და იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სერტიფიცირებულ პირებს ერთი ბონუს ქულა დამატებით მიენიჭებათ, თუმცა კონკურენციაში არ შევლენ ჩამოთვლილი კატეგორიების ქვეშ მყოფ პირებთან.

მსგავსი სტატიები