სიახლე 

საპროტესტო აქცია ფოთში 20 06 19


ფოთში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა გააპროტესტეს. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას დააკისრეს.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დააკავებამ და რუსულ ენაზე ასამბლეის წაყვანამ საზოგადოებისა და საპარლამენტო უმცირესობის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ოპოზიციის მხრიდან სესიის ჩაშლა მოჰყვა.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

მსგავსი სტატიები