სიახლე 

ფოთში დაკავებული მწვრთნელების სასამართლო პროცესი გაიმართა 19 06 19


ფოთში, ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე დაკავებულ სამ მწვრთნელს, საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 4-4 ათასი ლარი შეუფარდა. როგორც მოსამართლემ თემურ სიხრულიძემ განაცხადა, კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ დაკავებულები ამ ეტაპზე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შეგახსენებთ, 16 ივნისს ტაიკვანდოს ღია ჩემიონატზე, ტაეკვანდოს ფედერაციის წევრების ნაწილმა, ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა, რამაც სპორტსმენებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მათ ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმოს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები