სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს თასის მეორე ეტაპი დასრულდა 24 06 19


ფოთში, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მდ. კაპარჭაზე, საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც გოგონათა და ვაჟთა გუნდები 1000, 1500 და 2000მ დისტანციაზე ასპარეზობდნენ. საქართველოს თასის მეორე ეტაპის გათამაშებაში, ქუთაისის, მცხეთის, აბაშისა და ფოთის სპორტული კლუბების 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

საბოლოოდ ფოთელებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს. გამარჯვებული სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

მსგავსი სტატიები