სიახლე 

სოციალურად დაუცველი გივი მალანია დახმარებას ითხოვს 25 06 19


ფოთში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი გივი მალანია დახმარებას ითხოვს. ყოფილი მეზღვაური დღეს ამბობს, რომ მისი შემოსავლის ერთად-ერთი წყარო 60 ლარიანი სოციალური დახმარება და მეთევზეობაა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის და დღესდღეობით არ მუშაობს. 61 წლის გივი მალანია, უკვე 6 წელია სამსახურის გარეშეა. სახლი სადაც ცხოვრობს, ავარიულია: სახურავიდან წყალი ატანს, დაზიანებულია ფანჯრები და აივანი. რის გამოც, ის ქალაქის თვითმმართველობას დახმარებას სთხოვს, როგორც თავად ამბობს, შესაბამისი სამსახურები რეაგირაბას არ ახდენენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მუნიციპალიტეტის უფროსს ვესაუბრეთ. უწყებაში განაცხადეს, რომ მოქალაქეს მათთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. მათივე თქმით, თუ პიროვნება შესაბამის განცხადებას დაწერს არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, საკითხის გადასაჭრელად რეაგირებას დროულად მოახდენენ.

მსგავსი სტატიები