სიახლე 

ფოთის საკრებულოს ვახტანგ დარცმელიძემ ბოიკოტი გამოუცხადა 26 06 19


ფოთში, საკრებულოს სხდომა ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა საკრებულოში, ვახტანგ დარცმელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან განაცხადა, ვიდრე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სხდომებს არ დაესწრება.

საკრებულოს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ორივე პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების პროვოცირება მოახდინეს. სხდომის დასასრულს, „ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით ფოთი ზღვის სეზონს, წელსაც მოუმზადებელი შეხვდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს და იძულებულნი არიან სხვა ქალაქში გაემგზავრონ.

მსგავსი სტატიები