სიახლე 

ფოთში გაეროს სამიტისთვის ემზადებიან

საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია იწყებს მონაწილეების შერჩევას „ფოთი გაეროს მოდელირება 2018“-ის ახალგაზრდული სამიტისათვის. გუშინ მოსწავლე ახალგაზრდობის შენობაში მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა გაეროს მოდელირება“ – ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან გაეროს მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში. პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს: • გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები • გაიღრმავონ ლიდერული თვისებები • ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები • მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება • გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან

მსგავსი სტატიები