სიახლე 

“ექვთიმე ღვთის კაცი“ ფილმის ჩვენება ფოთში

გუშინ ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზსში ისტორიული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა ნიკოლოზ ხომასურიძის ნამუშევარი,  ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების,და ემიგრაციაში გატარებული წლების შესახებ მოგვითხრობს.ფოთელ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ფილმის რეჟისორს და მონაწილე მსახიობებს გასცნობოდნენ. გადამღები ჯგუფის წევრებმა ფილმის შექმნის ისტორიასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.ჩვენების დასასრულს ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

მსგავსი სტატიები