ფოთში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით ფოთში, ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების ინფორმაციით , დაავადებულმა პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეს . და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ქუთაისში, ხოლო მესამე კი ბინაზე გაეწერა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ზიზი გაგუას განცხადებით, დაავადებული საქონლის დაკვლა კერძო სახლში მოხდა და დაავადნნენ ის ადამიანები , რომლებმაც ხორცის დამუშავების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.