სიახლე 

ფოთში ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს 15 07 19


ფოთი ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ის დარბაზ „დიადემაში“ 13 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

პირველი სიმბოლური სვლა, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ გააკეთეს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები.

დღეს მე-3 და მე-4 ტური ჩატარდა. თამაშები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის, რომ მოჭადრაკეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ.

საჭადრაკო ფესტივალი ფოთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანას“ ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მე-14 -ჯერ იმართება. მისი საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენს. ფესტივალი 20 ივლისს დასრულდება. გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

მსგავსი სტატიები