სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე საზაფხულო სკოლა გაიხსნა 15 07 19


ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის გახსნა აღნიშნეს. უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მოწვეულ სტუმრებთან სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ოთხდღიანი სწავლების ფარგლებში „იდეების ისტორია“ განიხილება. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნეს, საუბარი შედგება ისეთ თემებზე, როგორიც არის, თავისუფლება, სამართლიანობა, სახელმწიფო და ამ იდეების ისტორიული განვითარება, შუა საუკუნეებში და თანამედროვე სამყაროში.

საზაფხულო სკოლა ხობში დღეს დაიწყო და ორი დღის მანძილზე გაგრძელდება. შემდეგი ორი დღე კი საზაფხულო სკოლის მასპინძელი ფოთი იქნება. სკოლაში 20 უნივერსიტეტის 70 სტუდენტი მონაწილეობს. ლექციებს ქართველ ლექტორებთან ერთად, მეუფე გრიგოლის და პროფესორ თენგიზ ირემაძეს მოწვევით, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი წაიკითხავს, რომელიც ზაფხულის სკოლის მთავარი სპიკერია.

მსგავსი სტატიები