სიახლე 

ფოთში წვიმიანი დღეებია მოსალოდნელი 15 07 19


ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 18 ივლისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს. 16 ივლისს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ სიჩქარით იქროლებს. დღისით მოწმენდილი ცა, ღამის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27 °; ღამით კი + 21 ° + 23 ° იქნება. 17 ივლისს, ასევე დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 6-11მ/წ სიჩქარით დაქროლავს. ასევე, დღის განმავლობაში მოსალოდნელია მოწმენდილი ცა, ღმით კი ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ასევე დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25° +27°, ხოლო ღამით +20° +24° დაფიქსირდება. 18 ივლისს დასავლეთის ქარი იქროლებს 5-10 მ/ წამი სიჩქარით. დღე ღმის განმავლობაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24° +26°, ხოლო ღამით +23° +25° დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები