საქართველოში 100 000 ფერომონი დამონტაჟდება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აქტიური საველე სამუშაოები უკვე დაიწყო, საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ფერომონი დამონტაჟდება. ასევე ტყის ფართობებზე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები განთავსდება. იქიდან გამომდინარე, რომ ტყეების შეწამვლა არ შეიძლება, ქიმიური საშუალებებით ტყის განაპირა პერიმეტრი დამუშავდება, – ამის შესახებ ცნობილი ზუგდიდში, დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა მათ მავნებლის წინააღმდეგ სამთავრობო გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.