სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალი მიმდინარეობს 16 07 19


გრძელდება ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი.

დღეს მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა, სატურნირო მდგომარეობაზე და გამოკვეთილ ლიდერებზე გიორგი გამზარდიას ვესაუბრეთ. დღეს ტურნირის მონაწილეებს, დამსახურებული არტისტი, მრავალი კინოსა და თეატრალური პრემიის ლაურიანტი, ფოთის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელი რამაზ იოსელიანი მიესალმა და (A) ტურნირის 1 დაფაზე სიმბოლური სვლა გააკეთა. ფესტივალი დარბაზ ,,დიადემაში“ მიმდინარეობს, მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. მშობლები და მწვრთვნელები კმაყოფილებას გამოთქვამენ ტურნირის მაღალი დონის, ასევე გულშემატკივრებისთვის შექმნილი გარემოსთვის.

დღეს საღამოს ფესტივალის ფარგლებში პირველი ბლიც-ტურნირი გაიმართება, რომლის შედეგებსაც ხვალ მოგაწვდით.

მსგავსი სტატიები