სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა 16 07 19


ხმაურით დაიწყო ფოთის საკრებულოს სხდომა. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო და მოითხოვა, რომ მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ოპოზიციის განცხადებამ საკრებულოს წევრთა გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმაური მოჰყვა. საკრებულოს წევრთა ნაწილმა მოითხოვა ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომა დაეტოვებინა. მთელი სხდომის განმავლობაში დარეჯან ცხვიტარია პლაკატებით ხელში ფეხზე იდგა და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდა. მას დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი სტატიები