ფოთში გამოფენა გაიმართა
დღეს ღვინის სახლ „ხარებაში“ სამხატვრო სასწავლებლის მოდელირების ფაკულტეტის პედაგოგების პერსონალური გამოფენა „ქალი და მარტი“ გაიმართა სადაც ეკატერინე გედენიძეს, მაია წულაიას, სერგო ხაზალიას და მათი მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ხელნაკეთი გობელენები, თოჯინები და ხალხური რეწვის ნამუშევრები ეხილათ. სასწავლებლის აღსაზრდელემბა ქართულ-ტარდიციულ მოტივებზე შექმნილი ტანსაცმლის მოდელები დამსწრე საზოგადოებას თავადვე წარუდგინეს .