სემინარი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 22 მარტი, 2018
21 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“. პროფესორ ლალი ზაქარაძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქართული ფილოსოფიის ისტორია, შუა საუკუნეების ფილოსოფია, კულტურის ფილოსოფია და სოციოლოგია, ინტერკულტურული ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

