სიახლე 

ფოთმა შავის ზღვის ქვეყნების რეგატას უმასპინძლა 22 07 19


ფოთი საერთაშორისო რეგატას მასპინძლობდა.

ფოთში, საერთაშორისო რეგატა სახელწოდებით „DADDralli შავი ზღვა 2019’’ გაიმართა, სადაც საბერძნეთის, თურქეთისა და გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი 15 იახტა მონაწილეობდა. ფოთის საიალქნო კლუბში უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თურქეთის კონსული მაქბულე ქოჩაკი დახვდნენ.

საერთშორისო რეგატა „სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის“ ორგანიზებით მოეწყო, რომლის მიზანი ნაოსნობის განვითარება და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაციაა.

ორგანიზატორების თქმით, წელს „DADDralli შავი ზღვა 2019’’-ის მთავარი ლოზუნგია „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“. მან სტარტი საბერძნეთიდან აიღო.

მსგავსი სტატიები