სიახლე 

ფოთში, მიტოვებული შენობა ნაგებობების იერსახის მოწესრიგების დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა 22 07


უშიშროების შენობა, „კომანჩერო“, „ეგრისი“, „სმარტი“, „ავტოსადგური“, თევზის რესტორანი, პურის ქარხანა, ეს იმ ობიექტების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა, შენობა ნაგებობების, მიწების იერსახის მოწესრიგების დროებითი კომისიის სხდომაზე წარადგინა.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, დღეს სივრცითი მოწყობისა და უსახური შენობების კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა.

სია, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, უსახური, დაუსრულებელი და ამორტიზებული 40 შენობა – ნაგებობა არის აღნიშნული, მათი ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს. როგორც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, აღნიშნა ნუსხაში 21 შენობა კერძო პირის საკუთრებაში, 8 სახელმწიფო ბალანსზე არსებული და 10 მუნიციპალური შენობაა.

სხდომაზე, საკითხის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. დარჯანიამ, აღნიშნა, რომ შენობების დიფერენცირება უნდა მოხდეს და ობიექტები პრობლემის სიდიდის მიხედვით ჯგუფებად დაიყოს.

შეხვედრის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების საკითხი განიხილეს. მათი განცხადებით, რამდენიმე შენობას სტატუსი უნდა მოეხსნას.

კომისიის შექმნის მიზანია ქალაქის იერსახის მოწესრიგება.

კომისიის ფარგლებში დაგეგმილია, შენობა ნაგებობების დათვალიერება.

მსგავსი სტატიები