სიახლე 

ფოთის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი ჭადრაკში დსრულდა 23 07 19


ფოთის, მე-14 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მთავარი A ტურნირის გამარჯვებული და ნანა ალექსანდრიას თასის მფლობელი სომეხი დიდოსტატი ლევონ ბაბუჯიანი გახდა. ვერცხლის მედალი ასევე სომეხმა, ფესტივალის პირველ ნომრად განთესილმა დიდოსტატმა, ჰოვანეს გაბუზიანმა მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილი კი, წარმოშობით ფოთელმა, ამჟამად რუსთავში მცხოვრებმა ლუკა პაიჭაძემ დაიკავა. A ტურნირში ქალთა შორის საუკეთესო დიდოსტატი მერი არაბიძე გახდა. B ტურნირის გამარჯვებული ალექს მანუკიანია. C ტურნირში პირველი ადგილი ზუგდიდელმა გიორგი ნაყოფიამ დაიკავა. D ტურნირში კი პირველი ადგილი არმენ გალოიანმა მოიპოვა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული 2 ბლიც ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის, უკრაინელი კატერინა დოლჟიკოვა გახდა. 8 წლის გოგონებში პირველი ადგილის მფლობელი ანასტასია ქუთათელაძე გახდა, 10 წლის გოგონათა შორის კი ანა კვირიაშვილი მე-14 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის შედეგების მიხედვით ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეებად გაგა გვასალია და გიორგი კვარაცხელია დასახელდნენ, რომლებმაც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში 8 და 10 წლის ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ მერის მოადგილეებთან და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვეს.

მსგავსი სტატიები