სიახლე 

ფოთელებმა შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვეს 24 07 19


ფოთელმა სპორტსმენებმა, ბათუმში, შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 5 პირველი, 3 მეორე და 2 მესამე ადგილი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ფოთიდან 11 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ტურნირი, საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ტატამზე ერთმანეთს 6 ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

შერეული ორთაბრძოლების კლუბი ფოთში ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა და მასში 20 სპორტსმენია გაწევრიანებული.

როგორც ბაჩუკი სულამანიძემ აღნიშნა, პირველად ფოთში, 7 სექტემბერს შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც 6 ქვეყანა იასპარეზებს.

მსგავსი სტატიები