სიახლე 

ფოთი რეგიონულ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს 25 07 19


ფოთი რეგიონულ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფოთის კულტურის სახლში, სადაც ამჟამად ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის, პროფესიული სახელმწიფო თეატრი დროებითაა შეხიზნული, ლიეტუვის, ქალაქ ალიტუსის თეატრალურმა დასმა აფთონ სინკლერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – ,,ამერიკული ოცნება” მაყურებლის წინაშე წარმოადგინა. რეჟისორი ალბერტას ვიძიუნასია. რეგიონალური თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, წელს მეხუთედ ტარდება და მასში 17 რეგიონული თეატრი მონაწილეობს, ასევე თეატრალური დასები ლიეტუვიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან და ირანიდან. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობდა. მას რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, პროფესიული თეატრების ცნობილი მსახიობები და თეატრის მოყვარულები ესწრებოდნენ.

დღეს, ფესტივალის ფარგლებში ფოთის, სოხუმის და ბათუმის თოჯინების თეატრი ბავშვებს უმასპინძლებს. როგორც ნინელი ჭანკვეტაძემ განაცხადა, ისინი პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდებიან. ფესტივალის საზეიმო დახურვა 29ივლისს ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში გაიმართება.

მსგავსი სტატიები