სიახლე 

ფოთში სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი „ჭაბონამა“ ხობის „ხეთას დაუპირისპირდა 25 07 19


გუშინ, „პარკი არენას“ სტადიონზე მოყვარულთა შორის „საქართველოს თასი 2019-ის“ გათამაშების მეოთხე ტური ჩატარდა. ერთმანეთს ფოთის „ჭაბონამა“ და ხობის „ხეთა“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გოლის გატანა და საბოლოოდ ფრე 0:0 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის „ჭაბონამა“, მოყვარულთა შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონია.

მსგავსი სტატიები