სიახლე 

ფოთის „კოლხეთი 1913“ საფეხბურთო გუნდ „თელავთან“ დამარცხდა 26 08 19


დღეს ფოთის „პარკი არენაზე“ crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურში: „კოლხეთი 1913“ საფეხბურთო კლუბ „თელავს” დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში ფოთელებმა გასსნეს, გოლი შალიკაშვილმა გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელში თელაველებმა აიღეს და კოლხეთის კარში 5 გოლის გატანა შესძლეს. მასპინძლებმა თამაშის მიწურულს ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს და საბოლოოდ 5:2 დამარცხდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღეებში „კოლხეთი1913“-ში ცვლილებები იგეგმება, რომელიც როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებსაც შეეხება.

მსგავსი სტატიები