სიახლე 

ფოთის პარკი არენაზე დავით სანიკიძის სახელობის თასის გათამაშება რაგბში გაიმართა 26 08 19


მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს ფოთის ,,პარკი არენა’’-ზე დავით სანიკიძის სახელობის თასის გათამაშება 7-კაცა რაგბში გაიმართა. მასში მონაწილეობა თბილისის ,,ლოკომოტივის’’, თბილისის ,,ჯიქების’’, ქუთაისის ,,აიას’’, ქუთასისის ,,არესის’’, ფოთის ,,კოლხი რაინდები-1-ის’’ და ,,კოლხი რაინდები-2-ის’’ 16 წლამდელთა გუნდებმა მიიღეს. უშეღავათო ბრძოლაში გამარჯვებული ფოთის „კოლხი რაინდები-1“ გახდა, რომელმაც ფინალში „არესს“ სძლია. მესამე ადგილი ასევე ფოთის ,,კოლხი რაინდები-2-მა’’ მოიპოვა.

ტურნირი ფოთის მერიის ორგანიზებით და დაფინანსებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები