28 წელი “კოლხეთი“-“დინამოს“ პირველი მატჩიდან
ზუსტად 28 წლის წინ, დინამო არენაზე 100 000 მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონია და პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს საქართველოს ორი საუკეთესო კლუბი, თბილისის “დინამო“ და ფოთის “კოლხეთი 1913“ დაუპირისპირდა. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა-ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა.
ამ ისტორიული მატჩს მონაწილეები ემოციებით იხსენებენ.
დღეს კი „კოლხეთი 1913“ პრობლემების წინაშეა. სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე გუნდს საშინაო მატჩების გამართვა მეზობელ ქალაქებში უწევს, ვარჯიშებს კი რაგბის სტადიონზე ატარებენ.
„კოლხეთის“-ს გულშემატკივარი კი სტადიონის მშენებლობის დასრულებას ელოდება და იმედი აქვს რომ საკუთრი კედლები გუნდს თამაშის გაუმჯობესებაში დაეხმარება