ფილოსოფიური საუბრები ლირა კეკელიძისთან ერთად
31 მარტს ფოთში საბიბლიოთეკო გაერთიანების ლიტერატურული სალონ „გულის სამელნეში“, ფილოსოფიური საუბრების ციკლის საფინალო შეხვედრა გაიმართა. ლირა კეკელიძემ მსმენელებს ლექცია ავსტრიელი ფსიქოთერაპევტის და ფილოსოფოსის ვიქტორ ფრანკლის ნაწარმოების “უთხარი ცხოვრებას დიახ!“ შესახებ ჩაუტარა. საუბარი ეძღვნებოდა ადამიანებს რომლებმაც საკუთარი „მეს“ შენარჩუნება და საკუთარი ცხოვრების აზრის პოვნა შეძლეს. დისკუსია 1972 წელს გამართული ვიქტორ ფრანკლის ცნობილი ლექცის განხილვით დასრულდა. ლიტერატული სალონი ახლო მომავალში ოთარ ჭილაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებას გეგმავს.