ფოთელი მოჭადრაკეების წარმატება. 4 აპრილი, 2018
ბათუმში დასრულდა ევროპის მამაკაცთა ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის 35 ქვეყნის 310-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 200-ზე მეტი საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა :13 წლის აკაკი ყალიჩავამ. უძლიერეს ვაჟ მოჭადრაკეებთან პაექრობაში 4 ქულის აღება შეძლო და ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი 119 პუნქტით გაიუმჯობესა. ხოლო ასევე 13 წლის დიანა ლომაიამ 3,5 ქულა აიღო და ფიდეს რეიტინგი 81 პუნქტით გაიუმჯობესა. თბილისში დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატში რაპიდში უძლიერეს მოჭადრაკეებთან ბრძოლაში დიანა ლომაიამ 4,5 ქულის აღება შეძლო, ხოლო ელენე წოწონავამ კი 3,5 ქულის. ბლიცში კი ელენემ 5 ქულა აიღო, დიანამ კი 4,5 ქულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელენე წოწონავას გამარჯვება ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკესთან, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან – ნონა გაფრინდაშვილთან. ელენემ ასევე დაამარცხა ცნობილი საერთაშორისო დიდოსტატი, შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია – გრანტი. ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები ამჟამად სამეგრელოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სენაკში 11-14 აპრილს გაიმართება