სიახლე 

ახალი რეგულაციები ფოთში აპრილიდან ამოქმედდება

ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეო პირუტყვის გადაადგილებაზე ახალი რეგულაციები აპრილის თვეში ამოქმედდება მათზე კონტროლი ახლად შექმნილ სერვისების ცენტრს ევალება. თუ პირუტყვი პარკებს ან სკვერებს დააზიანებს მაშინ მეპატრონეს ჯარიმასთან ერთად ზარალის ანაზღაურებაც დაეკისრება.
პარკებსა და სკვერებიში, განათებების, სკამების და ურნების დაზიანების ფაქტები ფოთში რამდენჯერმე დაფიქსირდა გუშინ 9აპრილის ხეივანზე მდებარე ამფი თეატრთან ნათურები მოიპარეს და განათებები დააზიანეს. სერვისების ცენტრის წარმომადგენლები ქალაქის მოვლა პატრონობის და იერსახის შენარჩუნების მიზნით საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და მსგავსი ფაქტების დაფიქსირებისას ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

მსგავსი სტატიები