სააღდგომო საჩუქრები სოციალურად დაუცველებს ფოთის მერიისგან
ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ 250 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ნობათი გადასცა. იგი მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად უპოვართა სასადილოს ესტუმრა და ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
აღსანიშნავია რომ ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ორშაბათშს 9 პრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურა.
მერიაში აცხადებენ რომ უპოვართა სასადილოს სრული რეაბილიტაცია იგეგმება და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.